მიხეილ სარჯველაძე: ამიერიდან რუხის კლინიკაში შესაძლებელი იქნება, რომ თავად კლინიკამ მოაწესრიგოს ეს საკითხები და პაციენტს დახვდეს საჭირო მედიკამენტი, რომელიც სახელმწიფო პროგრამით არის გათვალისწინებული
„ჩვენ ადგილზე გავეცანით იმ მომსახურების ახალ მოდელს, რომელიც ახლახან დაინერგა. პაციენტებისთვის მედიკამენტების მიწოდებით მოხდა იმ სირთულეების მოხსნა, რომლითაც იყო შეწუხებული მათი დიდი ნაწილი”, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.
„აქამდე პაციენტებს თავად უწევდათ კლინიკაში რეცეპტის მიღების შემდეგ მედიკამენტის მოძიება სააფთიაქო ქსელში და ისევ კლინიკაში დაბრუნება მკურნალობის მისაღებად.
ამიერიდან რუხის კლინიკაში შესაძლებელი იქნება, რომ თავად კლინიკამ მოაწესრიგოს ეს საკითხები და პაციენტს დახვდეს საჭირო მედიკამენტი, რომელიც სახელმწიფო პროგრამით არის გათვალისწინებული.“ – აღნიშნა მიხეილ სარჯველაძემ.
რუხის რესპუბლიკურმა საავადმყოფომ, ჯანდაცვის სამინისტროს ინიციატივის შესაბამისად, ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე პაციენტებისთვის პრეპარატების კლინიკაში უზრუნველყოფა უკვე დაიწყო.