დიდ დიღომში, მარკო პოლოს ქუჩაზე საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს

დიდ დიღომში, აქტიურად გრძელდება საგზაო სამუშაოების განხორციელება. ამჯერად, ინფრასტრუქტურული პროექტი მარკო პოლოს ქუჩაზე ხორციელდება.  საერთო ჯამში, 7006 კვ. . ფართობზეასფალტის ორფერიანი საფარი დაიგება.

აღნიშნულ ტერიტორიაზე მოსახლეობას გრუნტიან გზაზეგადაადგილება უწევდა, საგზაო სამუშაოების დასრულების შემდეგ კი, ცხოვრებლები კეთილმოწყობილი ინფრასტრუქტურით ისარგებლებენ.

სამუშაოებისთვის საბურთალოს რაიონის ბიუჯეტიდან 579 005 ლარი გამოიყო. ინფრასტრუქტურულ პროექტს კომპანიაელიზიახორციელებს.

მიმდინარე სამუშაოებს საბურთალოს რაიონის გამგებელი გიზო ვასაძე გაეცნო და პროექტი ადგილობრივ მცხოვრებლებთან ერთად განიხილა.

 

ასევე იხილეთ