დებიუტანტმა ანა ნიჟარაძემ ოლიმპიადაზე სამ მეტოქეს აჯობა
15 წლის მოცურავის, ანა ნიჟარაძის დებიუტი პარიზის ოლიმპიადაზე შედგა.
პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე, 15 წლის მოცურავის, ანა ნიჟარაძის დებიუტი შედგა. მან 100 მეტრზე ბატერფლაით ცურვაში 8 მონაწილეს შორის მე-5 ადგილი დაიკავა. ანამ 100-მეტრიანი დისტანცია ერთ წუთში, 2 წამსა და 85 მეასედში დაფარა.
ანამ 31 მონაწილეს შორის 28-ე ადგილი დაიკავა და ლიდერ ჟან იუფეის, რომელიც ჩინეთის ღირსებას იცავს, 6,35 წამით ჩამორჩა. სამწუხაროდ, ანამ კვალიფიკაცია ვერ გაიარა, თუმცა სასიხარულოა, რომ მან ოლიმპიადაზე დიდი გამოცდილება უკვე მიიღო და მომდევნო გამოსვლებში ეს გამოცდილება აუცილებლად დაეხმარება. ანა საქართველოს ოლიმპიური ნაკრების არსებობის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა ოლიმპიელია.