ლევან მაჭავარიანი: არც ქვეყნის გარედან და არც შიგნიდან, არავის მივცემთ ქვეყნის არევის საშუალებას
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე, ლევან მაჭავარიანი ტერორიზმისა და შეთქმულების საქმეს ეხმაურება. მისვე თქმით, კითხვის ნიშანს აჩენს ის საკითხი, რატომ არ გააჟღერეს, რომ საქმის გამოძიება ტერორიზმის მუხლით მიმდინარეობდა.
„კითხვის ნიშანს აჩენს ის საკითხი, თავიდან რატომ არ გააჟღერეს, რომ საქმის გამოძიება ტერორიზმის მუხლით მიმდინარეობდა, რომელიც მერე შემთხვევით წამოსცდათ.
საქართველო, როგორც ქვეყანა, ინსტიტუციურ დონეზე ძალიან გაძლიერდა. უკვე ჩამოვყალიბდით სუვერენულ, დამოუკიდებელ სახელმწიფოდ, სადაც ინსტიტუტები მოწოდების სიმაღლეზე არიან. ჩვენ, არც ქვეყნის გარედან და არც შიგნიდან, არავის მივცემთ ქვეყნის არევის საშუალებას.
იმ მაღალჩინოსნებიდან, რომლებიც დღეს უკრაინაში მაღალ პოსტებს იკავებენ, მათგან ასეთი ტიპის თემის დაგეგმვა არავის უკვირს, რადგან როდესაც ხელისუფლებაში იყვნენ უდანაშაულო ხალხს ხოცავდნენ ქუჩებსა და ციხეებში. თუმცა ისინიც თავიანთ უცხოელ უფროსებთან ათანხმებენ ასეთ თემებს“, – აღნიშნა ლევან მაჭავარიანმა.