CNN: კალიფორნიაში ხანძარმა ასზე მეტი შენობა გაანადგურა, ევაკუირებულია 4 ათასი ადამიანი

აშშ-ის კალიფორნიის შტატში ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ ხანძარს ებრძვიან. ამის შესახებ ინფორმაციას ამერიკული ტელეარხი CNN ავრცელებს.

ხანძარი სწრაფად ვრცელდება და მეხანძრეები მასთან გამკლავებას ვერ ახერხებენ. ხანძარმა უკვე გაანადგურა ტყის მასივის ათასობით ჰექტარი და 134 შენობა-ნაგებობა. ამ დროისთვის 4 ათასი ადამიანის ევაკუაცია გახდა საჭირო. კალიფორნიის გუბერნატორმა გევინ ნიუსომმა  საგანგებო მდგომარეობა უკვე გამოაცხადა.

მასშტაბური ხანძარი შტატში 24 ივლისს დაიწყო. მის გამომწვევ მიზეზად 42 წლის ადგილობრივი მკვიდრის მიერ ხევში ცეცხლმოკიდებული მანქანის გადაგდება სახელდება, მამაკაცი უკვე დაკავებულია.

 

ასევე იხილეთ