გიორგი სარდალაშვილმა კორეელი კიმი დაამარცხა და ბრინჯაოს მედლისთვის იჭიდავებს
მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი გიორგი სარდალაშვილი (60 კგ) თავის სადებიუტო ოლიმპიადაზე ბრინჯაოს მედლისთვის იჭიდავებს.
ქართველმა მეოთხეფინალში თურქ ილდიზთან დამარცხების შემდეგ, რეპეჟაში კორეელი კიმი იპონით დაამარცხა.
ძიუდოისტთა ტურნირი 2 აგვისტოს დასრულდება.