ელგუჯა ბერიშვილი: ჩვენ გვყავს ძალიან ძლიერი გუნდი, რომელსაც შეუძლია ოლიმპიადაზე დიდი წარმატება მოიპოვოს – მთავარი შეჯიბრებები წინ გვაქვს
“ძიუდოისტთა შეჯიბრზე დღეს მედალი ვერ მოვიპოვეთ, თუმცა გიორგი სარდალაშვილმა ყველაფერი გააკეთა, რომ დღეს ოლიმპიურ კვარცხლბერგზე შემდგარიყო”, – ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა ელგუჯა ბერიშვილმა “ქრონიკასთან” განაცხადა.
„თუმცა ჩვენ გვყავს ძალიან ძლიერი გუნდი, რომელსაც შეუძლია ოლიმპიადაზე დიდი წარმატება მოიპოვოს, მთავარი შეჯიბრებები წინ გვაქვს“, – აღნიშნა ელგუჯა ბერიშვილმა.
პარიზში ოლიმპიური თამაშები 26 ივლისს გაიხსნა.