ბენიამინ ნეთანიაჰუ: “ჰეზბოლა” მძიმე ფასს გადაიხდის
“ჰეზბოლა“ მძიმე ფასს გადაიხდის, რაც აქამდე არ გადაუხდია”, – ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა.
ისრაელის პრემიერ-მინისტრის ოფისის განცხადებით, ნეთანიაჰუმ ღრმა შეშფოთება გამოთქვა „ჰეზბოლას“ მიერ ბავშვებისა და უდანაშაულო ხალხის მკვლელობის გამო.
„პრემიერ-მინისტრმა ნეთანიაჰუმ ნათლად განაცხადა, რომ ისრაელი არ დაუშვებს გაატაროს მომაკვდინებელი თავდასხმები და „ჰეზბოლა“ მძიმე ფასს გადაიხდის,რაც აქამდე არ გადაუხდია“, – ნათქვამია განცხადებაში.
გოლანის მაღლობის ჩრდილოეთზე განხორციელებულ საჰაერო თავდასხმის შედეგად, ბოლო მონაცემებით, დაღუპულია 11-მდე ადამიანი, მათ შორის ბავშვები. დაშავებულია 30-მდე ადამიანი. ისრაელი მომხდარზე პასუხისმგებლობას „ჰეზბოლას“ აკისრებს, რასაც „ჰეზბოლა“ კატეგორიულად უარყოფს.