“როდის იყო, რომ “ნაცმოძრაობისთვის” რაიმე წმინდა არსებობდა? რა უკრაინაში რუსული აგრესია და რა უკრაინელი ხალხის გვერდში დგომა? საკუთარი ქვეყნის ჭირს იყენებენ სათავისოდ და უკრაინა არ ჰკიდიათ? მეტი წილი ეს ვითომ მეომრები, ყველაზე არ ვსაუბრობ, ერთი მიზეზით არიან იქ, თავიანთი გამოცდილება არეულობისათვის გამოიყენონ საქართველოში”, – წერს სოციალურ ქსელში საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას შვილი გიორგი გამსახურდია.
მისივე თქმით, სრულიად არ გაჰკვირვებია ბიძინა ივანიშვილზე თავდასხმა რომ დაგეგმეს. მანვე აღნიშნა, რომ ვერ ეღირსებიან ამ მიზნის მიღწევას და ეს ჩანასახშივე უნდა იცოდნენ.
„როდის იყო, რომ “ნაცმოძრაობისთვის” რაიმე წმინდა არსებობდა? რა უკრაინაში რუსული აგრესია და რა უკრაინელი ხალხის გვერდში დგომა? საკუთარი ქვეყნის ჭირს იყენებენ სათავისოდ და უკრაინა არ ჰკიდიათ? მეტი წილი ეს ვითომ მეომრები, ყველაზე არ ვსაუბრობ, ერთი მიზეზით არიან იქ, თავიანთი გამოცდილება არეულობისათვის გამოიყენონ საქართველოში. პუტჩის გამოცდილება და პუტჩის მონაწილეები კიდევ, ოხრად ჰყავთ პარტიაში და პარტიის ლიდერშიფში. სრულიად არ გამკვირვებია მაგ ნახირს ბიძინაზე თავდასხმა რომ დაეგეგმათ. მაგრამ ვერ ეღირსებიან მაგ მიზნის მიღწევას, ეს ჩანასახშივე უნდა იცოდნენ ამ გარეწრებმა“, – წერს გიორგი გამსახურდია.