Times Of Israel: საფრანგეთში დააკავეს 15 წლის ბიჭი, რომელიც სოციალურ ქსელში ისრაელის პრეზიდენტს თავდასხმით დაემუქრა
საფრანგეთში ისრაელის პრეზიდენტის, ისააკ ჰერცოგის მიმართ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ მუქარასთან დაკავშირებით 15 წლის ბიჭი დააკავეს. ინფორმაციას The Times Of Israel ფრანგულ გამოცემა Le Parisien-ზე დაყრდნობით ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, მოზარდმა აღიარა, რომ ემუქრებოდა ჰერცოგს, რომელიც პარიზში, ოლიმპიური თამაშების გახსნაზე იმყოფებოდა.
ფრანგული გაზეთი L’Équipe 26 ივლისს იტყობინებოდა, რომ ხელისუფლებას საფრთხის შესახებ საფრანგეთის მთავრობის, Pharos ვებსაიტის მეშვეობით აცნობეს, სადაც მომხმარებლებს შეუძლიათ, შეატყობინონ ინტერნეტში არსებული არალეგალური კონტენტის შესახებ.
„მუქარა რეგიონული პოლიციის ანტიტერორისტულმა განყოფილებამ გამოიძია“, – წერს გაზეთი.