ნიკა კვეკვესკირი: წარმატების მთლიან მექანიზმს ქმნის სახელმწიფოდან, ფედერაციიდან დაწყებული ყველა
წარმატების მთლიან მექანიზმს ქმნის სახელმწიფოდან, ფედერაციიდან დაწყებული ყველა – თითოეული ფეხბურთელი, თუ სტაფის თანამშრომელი. ყველა ამ ადამიანის ერთ მუშტად შეკვრამ და მიზნისკენ ერთად სვლამ განაპირობა ყველაფერი, – ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელმა, ნიკა კვეკვესკირმა „იმედის კვირასთან“ საუბრისას განაცხადა.
მან ევრო 2024-ზე საქართველოს ნაკრების წარმატებული გამოსვლა შეაფასა.
„სწორედ დეტალებში იმალება ის რაღაცები, რაც შემდეგ ერთობლიობაში ამ მთლიან მექანიზმს ქმნის, რომელიც შემდეგ აღწევს გამარჯვებას. ამ დეტალებს ქმნის სახელმწიფოდან, ფედერაციიდან დაწყებული თითოეული ფეხბურთელი, თუ სტაფის თანამშრომელი. ყველა ამ ადამიანის ერთ მუშტად შეკვრამ და მიზნისკენ ერთად სვლამ განაპირობა ეს ყველაფერი. რა თქმა უნდა, პლუს ის, რომ მართლაც მაგარი ფეხბურთელები გვყავს! ის ახალგაზრდები დღეს ევროპაში არა მარტო ქართული ფეხბურთის, ევროპული ფეხბურთის ვარსკვლავებიც არიან და ისინი ქმნიან არა მარტო ქართული, არამედ ევროპული ფეხბურთის ამინდსაც“, – განაცხადა კვეკვესკირმა.