ტრავმის შემდეგ ლაშა დვალი მოედანს დაუბრუნდა და ჩემპიონთა ლიგის შეხვედრაში ითამაშებს

საქართველოს ნაკრების მცველი, ევრო 2024-ის მონაწილე ლაშა დვალი რამდენიმედღიანი პაუზის შემდეგ მოედანს დაუბრუნდა და კვიპროსის აპოელ-ს ჩემპიონთა ლიგაზე მოლდოვურ „პეტროკუბთან“ საპასუხო შეხვედრაში დაეხმარება. ეს კლუბის მიერ გავრცელებული ცნობიდან გახდა ცნობილი.

კვიპროსის ჩემპიონმა 23 ივლისს მოლდოველებთან პირველი თამაში საკუთარ მოედანზე 1:0 მოიგო და მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე გავა, თუ 30 ივლისს დაგეგმილ საპასუხო შეხვედრაში უპირატესობას შეინარჩუნებს.

ქართველმა პირველ მატჩამდე ვარჯიშების ნაწილი კუნთის დისკომფორტის გამო გამოტოვა. აპოელ-მა 30 ივლისს გასამართი მატჩისთვის განაცხადი უკვე დაასახელა.

ასევე იხილეთ