ინგლისში ჩიფსების ქურდ თოლია სტივენს მაღაზიაში შესვლა აეკრძალა
ინგლისში, დორსეტის საგრაფოს სოფელ უაიკ-რეჯისში, თოლიას, რომელსაც სტივენი ჰქვია, მაღაზია Lyndale Central-ში შესვლა ოფიციალურად აუკრძალეს. ამის შესახებ BBC წერს.
გამოცემის ინფორმაციით, ამის მიზეზი ის გახდა, რომ ბოლო 2 თვის განმავლობაში, სტივენმა 30 შეკვრა ჩიფსი მოიპარა. მაღაზიის მენეჯერი სტიუარტ ხარმერი განმარტავს, რომ სტივენი მაღაზიაში შედის, ქვედა თაროდან ჩიფსების შეკვრას იღებს და გარეთ გააქვს, სადაც ნადავლს მეგობრებთან იყოფს. ხარმერი ასევე აღნიშნავს, რომ ყველაზე მეტად სტიუარტს სტეიკის გემოს ჩიფსი მოსწონს.
„ვეცადე, ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის ამეხსნა, რომ მოგებას თოლიას გამო ვკარგავ. ეგონათ, რომ ვხუმრობ“, – განაცხადა სტიუარტმა.
სტივენთან, ბრძოლის მიზნით, მაღაზიის შესასვლელთან სპეციალური განცხადებაც გამოაკრეს: „გთხოვთ, დახუროთ კარი, რათა ჩვენმა ადგილობრივმა ქურდმა შემოსვლა ვერ შეძლოს“.
თუმცა, ეს ზომები ეფექტიანი არ აღმოჩნდა: სტივენი ნისკარტით აკაკუნებს კარზე და მის გაღებას ახერხებს. ის არც იმან შეაჩერა, რომ ქვედა თაროზე ცხარე სასუსნავები მოათავსეს. სტივენმა თავისი საყვარელი ჩიფსები მაინც იპოვა და გაიტაცა.