ეთერ ლიპარტელიანი რეპეშაჟში იასპარეზებს

ძიუდოში საქართველოს ქალთა ნაკრების ლიდერი ეთერ ლიპარტელიანი (57 კგ) ოლიმპიადის მეოთხედფინალში ოლიმპიურ ჩემპიონს, ბრაზილიელ რაფაელა სილვას, დაუპირისპირდა და შეხვედრა დათმო. ქართველი ძიუდოისტი ასპარეზობას რეპეშაჟში გააგრძელებს და ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს.

პირველ შეხვედრაში ეთერ ლიპარტელიანმა ბრიტანელი ლელე ნაირნი, მერვედფინალში კი უზბეკი შუკორჯონ ამინოვა დაამარცხა.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს ოლიმპიური დელეგაციის შემადგენლობაში პირველად არის სამი ქალი ძიუდოისტი: ეთერ ლიპარტელიანი, ეთერ ასკილაშვილი და სოფიო სომხიშვილი.

 

ასევე იხილეთ