თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო: გენოციდის მომწყობ ნეთანიაჰუს ჰიტლერის მსგავსი დასასრული ექნება

როგორც გენოციდის მომწყობმა ჰიტლერმა დაასრულა, ისეთივე დასასრული ექნება გენოციდის მომწყობ ნეთანიაჰუს, – ამის შესახებ თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს.

„როგორც გენოციდის ჩამდენმა ნაცისტებმა აგეს პასუხი, ზუსტად ისე აგებენ პასუხს, ვინც პალესტინის განადგურებას ცდილობენ“, – ნათქვამია თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა კი სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ერდოღანი კაცობრიობის სინდისის ხმა გახდა.

„საერთაშორისო სიონისტური წრეები, განსაკუთრებით ისრაელი, რომლებსაც სურთ ამ მართალი ხმის ჩახშობა, დიდ განგაშში არიან. გენოციდისა და მათი მომხრეებისთვის ისტორია ყოველთვის ერთნაირად სრულდება“, – წერს ჰაკან ფიდანი.

ეს განცხადებები თურქეთში მას შემდეგ გაკეთდა, რაც ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა რეჯეფ თაიფ ერდოღანი სადამ ჰუსეინს შეადარა.

ასევე იხილეთ