ისრაელსა და „ჰეზბოლას“ შორის ომის შიშის გამო, ავიაკომპანიებმა ლიბანში ფრენები შეაჩერეს

უსაფრთხოების მიზნით, ავიაკომპანიებმა ბეირუთის მიმართულებით ფრენები შეაჩერეს, ისრაელსა და „ჰეზბოლას“ შორის მზარდი დაპირისპირების გამო.

გერმანიის ეროვნულმა ავიაკომპანიამ Lufthansa-მ განაცხადა, რომ მან 5 აგვისტომდე შეაჩერა ფრენები ლიბანის დედაქალაქისკენ. ასევე, საჰაერო მიმოსვლა შეაჩერა შვეიცარიის საერთაშორისო ავიახაზებმა და „ევროვინგსმა“.

მედიის ცნობით, გაუქმდა „თურქიშ ეარლაინსის“, „ეგეოსის ავიახაზების“, „ეთიოპიური“ და „მიდლ ისთ ეარლაინსის“ დღევანდელი ავიარეისები.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, ამერიკული ავიახაზების ლიბანში დაგეგმილ რეისებში ცვლილებებს ახორციელებენ და გადამისამართება მოხდება.

ასევე იხილეთ