ჯო ბაიდენი უზენაესი სასამართლოს მასშტაბური რეფორმის ინიციატივით გამოდის

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი უზენაესი სასამართლოს მასშტაბური რეფორმის ინიციატივით გამოდის. რეფორმა სამუდამო ვადით არჩეული მოსამართლეების უფლებამოსილების 18-წლიანი ვადით შეცვლას, ასევე ქცევის სავალდებულო კოდექსს მოიცავს, რომლის ფარგლებში, მოსამართლეები ვალდებული იქნებიან, გაასაჯაროონ მიღებული საჩუქრები, ასევე, თავი შეიკავონ პოლიტიკური ქმედებებისგან. ამასთან, მიმართონ თვითაცილებას იმ საქმეებზე, რომლებთან დაკავშირებითაც მათი პირადი ან მეუღლეების ინტერესთა კონფლიქტი იკვეთება.

ბაიდენს ასევე სურს საკონსტიტუციო ცვლილებების განხორციელება და პრეზიდენტისთვის არსებული ფართო იმუნიტეტის გაუქმება, რომლის ფარგლებში, უზენაესმა სასამართლომ პირველი ივლისის დადგენილებაში დონალდ ტრამპის წინააღმდეგ პრეზიდენტის რანგში განხორციელებული ქმედებებისთვის სამართლებრივი დევნის შესაძლებლობა შეზღუდა.

აღნიშნული ინიციატივის შესახებ ჯო ბაიდენი დღეს ტეხასის შტატის ქალაქ ოსტინში, პრეზიდენტ ლინდონის სახელობის ბიბლიოთეკაში დაგეგმილი სიტყვით გამოსვლისას უფრო ვრცლად ისაუბრებს. თუმცა შანსი, რომ ამ ინიციატივას კონგრესი მხარს დაუჭერს, მცირეა.

უზენაესი სასამართლო ცხრა მუდმივი მოსამართლისგან შემდგარი კოლეგიაა, რომელთაგან ექვსი რესპუბლიკელთა მიერ დანიშნული კონსერვატიული წევრია.

ასევე იხილეთ