ეთერ ლიპარტელიანი ფრანგ მეტოქესთან დამარცხდა და მედლის გარეშე დარჩა

პარიზის 2024 წლის ოლიმპიური თამაშების ძიუდოს ტურნირის მესამე საშეჯიბრო დღეს ქალთა შორის ეთერ ლიპარტელიანმა (57 კგ) ბრინჯაოს მედლისთვის იჭიდავა. ფინალურ ბლოკში ქართველი სპორტსმენი ფრანგ სარა ლეონ სისიკესთან იპონით დამარცხდა და შეჯიბრი უმედლოდ დაასრულა.

დღეს პარიზში მეორე ქართველი, ლაშა შავდათუაშვილიც (73 კგ) ასპარეზობდა. ოლიმპიური ჩემპიონის პირველი მეტოქე ფრანგი ჟოან ბენჟამინ გაბა გახლდათ. შეხვედრა ძალიან დაძაბულად წარიმართა და, საბოლოოდ, დამატებით დროში ქართველის მარცხით დასრულდა.

შეგახსენებთ, რომ პარიზში, ძიუდოს ტურნირზე საქართველოს ნაკრები ჯერ მედლის გარეშეა.

ასევე იხილეთ