ჯოკოვიჩმა ნადალი დაამარცხა და ოლიმპიადის მერვედფინალში გავიდა

პარიზის ოლიმპიადაზე, ჩოგბურთის ტურნირის მეორე წრეში ერთმანეთს ლეგენდარული ჩოგბურთელები, სერბი ნოვაკ ჯოკოვიჩი და ესპანელი რაფაელ ნადალი დაუპირისპირდნენ.

მატჩი 1 საათი 44 წუთი გაგრძელდა. ჯოკოვიჩმა ორ სეტში, 6:1, 6:4 მოიგო.

პირველ სეტში ჯოკოვიჩმა პირველი ხუთი გეიმი ზედიზედ მოიგო და პარტია ლოგიკურ გამარჯვებამდე მიიყვანა. მეორე სეტშიც ყველაფერი ჯოკოვიჩის კარნახით მიმდინარეობდა, ის 4:0 დაწინაურდა, თუმცა ნადალი თამაშში დაბრუნდა და ანგარიში გაათანაბრა. ამის შემდეგ კი, ნოვაკმა ესპანელს კიდევ ორი გეიმი მოუგო და მერვედფინალში გავიდა.

ეს იყო მსოფლიო ჩოგბურთის ორ ცოცხალ ლეგენდას შორის მე-60 მატჩი. უპირატესობა ჯოკოვიჩის მხარეზეა – 31 გამარჯვება, ნადალს 29.

რაფაელი გააგრძელებს ასპარეზობას 2024 წლის ოლიმპიურ თამაშებზე. ის წყვილებში კარლოს ალკარასთან ასპარეზობს.

ასევე იხილეთ