სალომე ზურაბიშვილი კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ არათუ ნაწილია, ის არის ამ კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ ერთი ჩვეულებრივი თოჯინა, პატარა, მარტივი მარიონეტია, მეტი როლი მას არ აქვს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ გადაცემა „იმედი LIVE“-ში განაცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, სალომე ზურაბიშვილს რასაც ჩასძახებენ, იმას ამოსძახებს.
„მეტი რესურსიც არ აქვს სალომე ზურაბიშვილს, რასაც ეტყვიან, პირდაპირ იმას გაიმეორებს. ის დიდი ხანია, აღარ არის ამ ქვეყნის პრეზიდენტი. დიდი ხანია, არის „ნაცმოძრაობის“ პრეზიდენტი. მას შემდეგ, რაც ის თანამდებობაზე დატოვა „ნაცმოძრობამ“, მიუხედავად კონსტიტუციის აღიარებული დარღვევისა, შესაბამისად, ის ჩვეულებრივი მარიონეტივით იმოქმედებს, თუმცა, სალომე ზურაბიშვილი ვინ არის და რა არის, საზოგადოებამ ძალიან კარგად გაიგო, აქედან გამომდინარე, მის არც ერთ განცხადებას არავითარი ფასი არ ექნება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.