გოგა ხაინდრავა: თაღლითები რომ იყვნენ ხაზარაძე და ჯაფარიძე ბანკირობისას, ცნობილია! როგორი პოლიტიკოსები და საკუთარი სამშობლოს გულშემატკივრები, ამ განაჩენით გამოჩნდა!

კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა სოციალურ ქსელში მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის მიერ საარბიტრაჟო სასამართლოში წაგებულ დავაზე წერს:

„ბატონი ხაზარაძე, ქართული სახელმწიფოსგან 2020 წელს ითხოვდა 1,5 მილიარდი დოლარის გადახდას, იმ დროისთვის, საქართველოს ნაერთი ბიუჯეტის 25% და საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის, ანუ საქართველოს ეკონომიკის 9%-ზე მეტს”.

მისი თქმით, განაჩენი განსაზღვრავს, თუ როგორი პოლიტიკოსები და სამშობლოს გულშემატკივრები არიან მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე.

„მოსარჩელეს საქართველოს მთავრობის სასარგებლოდ დაეკისრა 650 ათასი დოლარის გადახდის ვალდებულება”, – რატი ბრეგაძე.

თაღლითები რომ იყვნენ ხაზარაძე და ჯაფარიძე ბანკირობისას, ცნობილია! როგორი პოლიტიკოსები და საკუთარი სამშობლოს გულშემატკივრები, ამ განაჩენით გამოჩნდა!“ – წერს ხაინდრავა.

ასევე იხილეთ