მაკა ბოჭორიშვილი: მომდევნო სამი თვე განსაკუთრებით საყურადღებო და მნიშვნელოვანია თავად ევროკავშირის ინსტიტუტების ჩამოყალიბების კუთხით

მომდევნო სამი თვე განსაკუთრებით საყურადღებო და მნიშვნელოვანია თავად ევროკავშირის ინსტიტუტების ჩამოყალიბების კუთხით. მთელი აქცენტი სწორედ ევროკავშირის ინსტიტუტების ჩამოყალიბებაზეა გადატანილი ბრიუსელში და მთელი ყურადღება ევროკავშირის წევრ ქვეყნებში, – ამის შესახებ ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო მდივანთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

„გამომდინარე იქიდან, რომ ინსტიტუტებს შორის თანამშრომლობა არის ძალიან მნიშვნელოვანი, ისევე, როგორც თავად ევროკავშირის წევრი ქვეყნების პოზიციონირება კანდიდატებთან დაკავშირებით.

რამდენადაც გამოცდილება გვკარნახობს, მაქსიმალურად ეცდება ამჟამინდელი კომისია, როგორც მათი ნამუშევრის შედეგი, ეს ანგარიში გამოქვეყნდეს მიმდინარე კომისიის ვადის ამოწურვამდე. მოლოდინი ასეთია, თუმცა ზუსტი დღის თქმა რთულია ჩემთვის, ვინაიდან ეს არ არის ოფიციალურად გაცხადებული. ასევე უნდა დავაკვირდეთ, თუ როგორ წარიმართება სწორედ ანგარიშთან დაკავშირებით მოვლენები“,– განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

ასევე იხილეთ