ნინო წილოსანი: ეს არ არის ერთადერთი შემთხვევა, როდესაც კრებსითი „ნაციონალური მოძრაობა“ თავისი საგარეო პარტნიორებით, უკრაინაში წასული ქართველებით და იქ მებრძოლებით გვემუქრებოდა

პარლამენტის ვიცე-სპიკერი, ნინო წილოსანი ტერორიზმისა და სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის საქმეზე მიმდინარე გამოძიებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც „ნაციონალური მოძრაობა“ თავისი საგარეო პარტნიორებით, უკრაინაში წასული ქართველებით და იქ მებრძოლებით გვემუქრებოდა.

წილოსანის განცხადებით, მათ ასევე ტერაქტების მოწყობის და სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა ჰქონდათ.

„არ დაგვავიწყდეს, რომ ეს არ არის ერთადერთი შემთხვევა, როდესაც კრებსითი „ნაციონალური მოძრაობა“ თავისი საგარეო პარტნიორებით, უკრაინაში წასული ქართველებით და იქ მებრძოლებით გვემუქრებოდა, რიგ შემთხვევაში ტერაქტების მოწყობის და სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა ჰქონდათ. ამიტომ ერთხელ და სამუდამოდ სუსის მხრიდან ამ ფაქტის პრევენციამ ალბათ ბოლო უნდა მოუღოს ამგვარ მცდელობებს, რომელიც ყოველთვის არა მარტო კონკრეტულ პირებს, არამედ მთლიანად საქართველოს სახელმწიფოს მიემართება“, – განაცხადა ნინო წილოსანმა.

ასევე იხილეთ