ედიშერ გვენეტაძე: ხაზარაძე და ჯაფარიძე რომ ნამდვილად სტაჟიანი თაღლითები, მატყუარები და მძარცველები არიან, საბოლოოდ დაადასტურა საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლომ

ხანდაზმული თაღლითები სიძე-ცოლისძმა ხაზარაძე და ჯაფარიძე რომ ნამდვილად სტაჟიანი თაღლითები, მატყუარები და მძარცველები არიან, საბოლოოდ დაადასტურა საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლომ”, – წერს ექსპერტი ედიშერ გვენეტაძე სოციალურ ქსელში.

მისი განცხადებით, საერთაშორისო დონეზე საქართველოს სამართლიანობა კიდევ ერთხელ დამტკიცდა.

„ხანდაზმული თაღლითები სიძე-ცოლისძმა ხაზარაძე და ჯაფარიძე რომ ნამდვილად სტაჟიანი თაღლითები, მატყუარები და მძარცველები არიან, საბოლოოდ დაადასტურა საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლომ.

ანუ კიდევ ერთხელ დამტკიცდა საერთაშორისო არენაზე საქართველოს სასამართლოს სამართლიანობა. უფრო მეტიც, ამ ძუნწ-კაჟაია ბულავებს საარბიტრაჟო სასამართლომ საქართველოს სახელმწიფოს სასარგებლოდ 650 ათასი $ გადახდა დააკისრა.

ხომ ნათლად ხედავთ, რას უკეთებდნენ, ეს მეხუთე კოლონის წარმომადგენელი თაღლითები საქართველოს სახელმწიფოს და ხომ წარმოგიდგენიათ, როგორ ატყავებდნენ და ატყავებენ ეს წუპაკი-მამაძაღლები საკუთარი ბანკით უბრალო მოქალაქეებს!

საინტერესოა, რა გზას დაადგებიან ახლა ხალხის ბედზე “დაუღალავად მოფიქრალ- მზრუნველი” ლელოელი ორი ანა – ნაცვლიშვილი, დოლიძე. უსუფაშვილი…

დაუკარით! საარჩევნოდ უელექტორატო თაღლით “ლელოელების” ქორწილია”, – წერს გვენეტაძე.

ასევე იხილეთ