ზურაბ ქადაგიძე მამუკა ხაზარაძეს: გახარიას პარტმუშაკი რომ დაგამუნათებს, მეტის ღირსი ხარ, შენ ადგილას, პოლიტიკას კი არა, დღის სინათლეს არ გაეკარებოდა კაცი
„ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე „გახარია საქართველოსთვის“ წევრის ბერდია სიჭინავას განცხადებას ეხმიანება, რომელიც მამუკა ხაზარაძისგან ბოდიშის მოხდას ელის.
ზურაბ ქადაგიძე ხაზარაძეს მიმართავს და აღნიშნავს, რომ მის ადგილას პოლიტიკას კი არა, დღის სინათლეს არ გაეკარებოდა კაცი, ისეთი მარცხი მოუვიდა.
„მამუკა ხაზარაძე, აი, მოღალატე გახარიას პარტმუშაკი რომ დაგამუნათებს, მეტის ღირსი ხარ… შენ ადგილას, პოლიტიკას კი არა, დღის სინათლეს არ გაეკარებოდა კაცი, ისეთი მარცხი მოგივიდა, მაგრამ შენ ხომ თავისუფალი ბაზარივითა ხარ – უხილავ ხელზე ხარ წამოცმული და მოთხოვნა-მიწოდების პრინციპით გაბრუნებენ წინ და უკან …” – წერს ზურაბ ქადაგიძე.