თეა წულუკიანი: ვულოცავ საქართველოს პირველ ოლიმპიურ მედალს და მადლობას ვუხდი ტატო გრიგალაშვილს, რომელმაც იბრძოლა იმისთვის, რომ ეს გამარჯვება მოეპოვებინა
საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრმა, თეა წულუკიანმა პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე ქართველ ძიუდოისტს, ტატო გრიგალაშვილს ვერცხლის მედალი მიულოცა და განაცხადა, რომ მან ეს გამარჯვება ბრძოლის შედეგად მოიპოვა.
მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ მაყურებლის შეფასებით, ტატოს ოქროს მედლის მოპოვების შანსი ჰქონდა.
„ვულოცავ საქართველოს პირველ ოლიმპიურ მედალს და მადლობას ვუხდი ტატო გრიგალაშვილს, რომელმაც იბრძოლა იმისთვის, რომ ეს გამარჯვება მოეპოვებინა. რასაკვირველია, ტრიბუნაზე ჯდომა არის ადვილი, ტატამზე ბრძოლა კი – ძნელი. მაყურებლები ტრიბუნიდან ფიქრობდნენ, რომ მას ძალიან დიდი შანსი ჰქონდა ოქროს მედალოსანიც გამხდარიყო“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.