გიორგი მამაცაშვილი: დაგავიწყდათ ალასანია-სააკაშვილის გეგმა?

საქართველოს ჟურნალისტთა ფედერაციის თავმჯდომარე და მედიაჰოლდინგ „რეპორტიორის“ დამფუძნებელი გიორგი მამაცაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:

„ვიღაც ტუტუცს ენა მოტრიალებია და ბიძინა ივანიშვილისა და “ქართული ოცნების” ლიდერების მიმართ განსახორციელებელ ტერაქტზე გეგმები შეუდგენია.

ამ ვიღაც ტუტუცს რამდენიმე ტუტუციც აჰყოლია და სუს-ი იძიებს დღეს ამ საქმეს.

ამ ნაძირლების ტვინში ათასი უბედურება მოხარშულა და ქვეყნის დაქცევისა და განადგურების არაერთი ვერსიაც განხილულა, მაგრამ ასე ცამოწმენდილზე ამდენის გაბედვასაც თუ კიდევ შეძლებდნენ, ვერ ვიფიქრებდი.

არადა, თემურ ალასანიასა და მიხეილ სააკაშვილის რამდენიმე წლის წინ ჩაწერილ და გავრცელებულ ჩანაწერში ბედოვლათი ჯალათის ბიძა პირდაპირ და დაუფარავად ამბობს, – მილიონს გადავიხდი, ვინმე ვინტოვკით თუ მოკლავს ივანიშვილსო.

არ დავიწყებია ხალხს თქვენი სადიზმი და ნაძირლობა, არა!

ვერან, ამდენი სიბინძურე როგორ მოგდით თავში?

მარა ბინძურები და ავადმყოფები ხართ და რა უნდა გაგვიკვირდეს?!

რა უნდა გაგვიკვირდეს, აკი მთელი თქვენი ბიოგრაფიები მკვლელობებითა და მკვლელობებზე ფიქრითაა სავსე?!

ჩამოთვლითაც არ შევაწყენ მკითხველს თავს, – ისედაც ზეპირად იცის მთელმა ქვეყანამ, რა ჭირიც გჭირთ!

ვერ ეღირსებით!

საბედნიეროდ, დღეს ქვეყანას კოკაინზე შემჯდარი ხელისუფლება არ მართავს!

საბედნიეროდ, დღეს გიორგი ლილუაშვილი და ვახტანგ გომელაური არიან სუს-ისა და შსს-ს სათავეში და არა სისხლზე დაგეშილი ახალაია- მერაბიშვილის დუეტი!

საბედნიეროდ, ირაკლი კობახიძის მთავრობა მართავს ქვეყანას და არა შიზოიდი სააკაშვილის მონების სექტა!

საბედნიეროდ, ბიძინა ივანიშვილი ჰყავს ამ ქვეყანას და გიგა ბოკერიას, მამუკა ხაზარაძის, გიორგი გახარიასა და თემურ ალასანიას ამარა არაა დარჩენილი საქართველო!

ძალიან მაღლაც ნუ მოინდომებთ აფრენას… ფრთები გაისწორეთ, ნაძირლებო და ფრთხილად!
ფრთხილად!

ქართველი ერის მოთმინებასაც აქვს საზღვარი და ისე ნუ იზამთ, მთლად 2008 წლის აგვისტოს ომის დროს რომ ვერ გაასწარით წითელ ხიდზე, ახლა ისევ დააყენოთ რიგები…

ცეცხლს ეთამაშებით და გახსოვდეთ – ასანთით თამაში სახიფათოა!”

ასევე იხილეთ