ირანის პრეზიდენტი: ირანი ტერორისტ ოკუპანტებს აიძულებს, რომ თავიანთი მხდალი საქციელი ინანონ

“ირანი ტერორისტ ოკუპანტებს აიძულებს, რომ თავიანთი მხდალი საქციელი ინანონ”,  – ასე ეხმაურება ირანის პრეზიდენტი მასუდ ფეზეშქიანი თეირანში, საჰაერო თავდასხმის შედეგად, „ჰამასის“ ლიდერის, ისმაილ ჰანიეს დაღუპვას.

„ირანი თავის ტერიტორიულ მთლიანობას, ღირსებასა და თავმოყვარეობას დაიცავს და ტერორისტ ოკუპანტებს აიძულებს, რომ თავიანთი მხდალი საქციელი ინანონ“, – აცხადებს მასუდ ფეზეშქიანი.

შეგახსენებთ, ირანის ახალი პრეზიდენტის ინაუგურაცია გუშინ გაიმართა და მას „ჰამასისა“ და „ისლამური ჯიჰადის“ ლიდერები ესწრებოდნენ. „ჰამასის“ პოლიტბიუროს ხელმძღვანელი, ისმაილ ჰანიე დღეს თეირანში, საჰაერო თავდასხმას ემსხვერპლა.

ასევე იხილეთ