სამხედრო ექსპერტი: ოქტომბრამდე, შესაძლოა, უკრაინის ტერიტორიული დანაკარგები კიდევ იყოს

ოქტომბრამდე უკრაინის ტერიტორიული დანაკარგები შეიძლება კვლავ იყოს, – ამის შესახებ სამხედრო ექსპერტმა ივან კირიჩევსკიმ განაცხადა და კომენტარი გააკეთა დონბასში რუსების გარკვეული წინსვლის შესახებ.

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ყველაფერი, რაც ამჟამად ხდება უკრაინის აღმოსავლეთში, უნდა განიხილებოდეს მხოლოდ სტრატეგიული თვალსაზრისით.

„ახლა ვართ ისეთ არახელსაყრელ საგარეო პოლიტიკურ პერიოდში, როცა ყველა რატომღაც საჭიროდ მიიჩნევს, რომ რუსებთან შეთანხმება ან მოლაპარაკება ჩვენთვის არახელსაყრელი პირობებით დავიწყოთ. რა ხდება დღეს ბრძოლის ველზე – ჩვენს სამხედროებს უჭირთ იმის გამო, რომ რუსები აძლიერებენ თავდასხმებს გარკვეულ მნიშვნელოვან პუნქტებზე. რა თქმა უნდა, რთული ემოციური მომენტია, როდესაც დაკავებული აქვს ოკუპანტს გარკვეული ტერიტორიები“ – აღნიშნა კირიჩევსკიმ.

მისი თქმით, მორალურად უნდა მოვემზადოთ იმისთვის, რომ სადღაც ოქტომბრამდე მაინც შეიძლება იყოს ინფორმაცია, რომ რუსები სადღაც წინ წავიდნენ.

კირიჩევსკიმ აღნიშნა, რომ მოწინააღმდეგე ახლა ცდილობს წინსვლას ძალიან რთულ წერტილებამდე, კერძოდ, პოკროვსკისა და ქალაქ კოსტიანტინივკას შორის ავტომაგისტრალის გარღვევას.

„ეს მარშრუტი მნიშვნელოვანია ჩვენი თავდაცვის შესანარჩუნებლად და თუ რუსები მის დაბომბვას გააგრძელებს, ეს გაართულებს უკრაინული ჯარების ქმედებებს“, – აღნიშნავს სამხედრო ექსპერტი

ამიტომ, მისი თქმით, მიუხედავად იმისა, თუ რა სამწუხარო ამბებიც შეიძლება გაავრცელონ Deep State-ის ანალიტიკოსებმა, რუსები შორს არიან ამ ომში მათი სტრატეგიული მიზნის – მთელი დონბასის ოკუპაციისგან.

„შეიძლება, გავიგოთ რაიმე უარყოფითი სიახლე, მაგრამ უნდა გვესმოდეს, რომ სტრატეგიულ დონეზე მაინც გვაქვს უპირატესობა. უკრაინული ჯარები წარმატებით ასრულებენ თავიანთ ამოცანებს აღმოსავლეთში“, – აღნიშნა კირიჩევსკიმ.

ასევე იხილეთ