იოავ გალანტი: ომი არ გვინდა, მაგრამ ვემზადებით ყველა შესაძლებლობისთვის
“ჩვენ არ გვინდა ომი, მაგრამ ვემზადებით ყველა შესაძლებლობისთვის”, – ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის მინისტრმა იოავ გალანტმა განაცხადა.
ისრაელის თავდაცვის მინისტრმა ჯარისკაცებს მზადყოფნისკენ მოუწოდა. ისრაელის მედია წერს, რომ ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ დღეს უსაფრთხოების კაბინეტს შეკრებს.
ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსის წარმომადგენლების განცხადებით, თეირანში „ჰამასის“ ლიდერის, ისმაილ ჰანიეს მკვლელობას „მკაცრი და მტკივნეული პასუხი მოჰყვება“.