მიხეილ მჭედლიძე: ახალ შენობაში გადადის ტელევიზია და ბევრ ხსოვნასა და მოგონებას გადაეყრება ნაცარი…

ჟურნალისტი მიხეილ მჭედლიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

„1983 წლიდან მასობრივ გამოყრამდე ვიმუშავე საქართველოს ტელევიზიაში.

ეზოში მანამ შეხვიდოდი, მარცხენა მხარეს თეთრი ვარდი ხარობდა. გაზაფხულზე ზოოპარკის მხარეს გადაეფინებოდა და მოიჩითებოდა ხოლმე ხალიჩასავით.

იანვარში გამომაძევეს და სამახსოვროდ ტოტი ავაჭერი და ჩემს ეზოში გავახარე. ყველას რაღაცა აქვს სახსოვარი.

ახლა ახალ შენობაში გადადის ის ტელევიზია და ბევრ ხსოვნასა და მოგონებას გადაეყრება ნაცარი…

ჩვენ კი ვარდები ისევ დავთესოთ, ერთი ხომ მაინც ამოვა.

არ დავივიწყოთ ერთმანეთი, კოლეგებო.

მე თქვენ მიყვარხართ“, – წერს მიხეილ მჭედლიძე.

ასევე იხილეთ