უკრაინის დაზვერვა იუწყება, რომ სირიაში რუსულ ბაზაზე შეტევა განახორციელა

უკრაინის დაზვერვის მთავარი სამმართველოს ცნობით, ივლისის ბოლოს, უკრაინულმა სპეცდანიშნულების ძალებმა სირიაში მდებარე რუსეთის ძალების პოზიციებზე იერიში მიიტანეს. ამის შესახებ „უნიანი“ იუწყება.

შეტევა კუვეირესის ავიაბაზაზე განხორციელდა, რომელიც ქალაქ ალეპოდან აღმოსავლეთით მდებარეობს. შედეგად რუსული სამხედრო ტექნიკა იყო განადგურებული.

რუსული ძალები სირიაში ამ ქვეყნის ლიდერის, ბაშარ ასადის თხოვნით იმყოფებიან და მას ოპოზიციურ ძალებთან ბრძოლაში ეხმარებიან.

ასევე იხილეთ