ქართველი ძიუდოისტი ლაშა ბექაური ოლიმპიადის ფინალშია

მოქმედ ოლიმპიურ ჩემპიონს ლაშა ბექაურს (90 კგ) კარიერაში მეორე ოლიმპიურ ოქრომდე ერთი ნაბიჯი აშორებს. ნახევარფინალში ძიუდოისტმა ესპანეთის სახელით მოასპარეზე ტრისტან მოსახლიშვილს დამატებით დროში სძლია და პარიზის ოლიმპიადის ფინალში იასპარეზებს.

ლაშა ბექაურმა მერვედფინალში ბულგარელ ივაილო ივანოვს ვაზარით მოუგო, მეოთხედფინალში კი სამხრეთკორეელ ჯუიეოპ ჰანს იპონით სძლია.

ლაშა ბექაურმა ოლიმპიადაზე პირველად ტოკიოში იასპარეზა და ოქროს მედალი დაიმსახურა. შეგახსენებთ, რომ 30 ივლისს საქართველომ პარიზის ოლიმპიადაზე პირველი მედალი მოიპოვა – ძიუდოისტი ტატო გრიგალაშვილი ვერცხლის მედალს დაეუფლა.

ასევე იხილეთ