ლაშა ბექაური პარიზის ოლიმპიური ჩემპიონია!

ტოკიოს ოლიმპიადის გამარჯვებულმა, ლაშა ბექაურმა (90კგ) ჩემპიონის ტიტული პარიზში დაიცვა და საქართველოს ნაკრებს პირველი ოქროს მედალი მოუტანა.

24 წლის ქართველმა სპორტსმენმა შეჯიბრების ფინალში იაპონელი სანშირო მურაოს ორი ვაზარით მოუგო.

ბექაურის განვლილი გზა ფინალამდე – ლაშამ პირველი წრე გამოტოვა და ტურნირის მეორე რაუნდში ბულაგარელი ივაილო ივანოვი დაამარცხა. მეოთხედფინალურ დაპირისპირებაში ქართველმა სამხრეთ კორეელ ჰანს სძლია, ხოლო ნახევარფინალში ესპანეთის სახელით გამომსვლელ ტრისტან მოსახლიშვილს გაფრთხილებებით მოუგო.

შეგახსენებთ, რომ პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს დელეგაციას დღემდე ერთი მედალი უკვე ჰქონდა მოპოვებულ. 81კგ წონით კატეგორიაში ვერცხლის მედალს ძიუდოისტი ტატო გრიგალაშვილი (81კგ) დაეუფლა.

ასევე იხილეთ