ძიუდოს საერთაშორისო ფედერაცია ლაშა ბექაურის ოლიმპიურ ჩემპიონობას ეხმიანება

ძიუდოს საერთაშორისო ფედერაცია ქართველი ძიუდოისტის ლაშა ბექაურის ოლიმპიურ ჩემპიონობას სოციალურ ქსელში ეხმიანება.

„ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი – ლაშა ბექაური“, – წერს ფედერაცია.

ლაშა ბექაურმა პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე იაპონელი სანშირო მურაო დაამარცხა და ოქროს მედალი მოიპოვა.

ასევე იხილეთ