JUDOINSIDE: ბექაურის გზა ოლიმპიური მედლისკენ იყო არაჩვეულებრივი და ამან, ახალი თავი შემატა ქართული ძიუდოს მდიდარ ისტორიას

პარიზის 2024 წლის ოლიმპიური თამაშებზე, ძიუდოს ტურნირზე 90 კგ-მდე წონით კატეგორიაში მოასპარეზე ლაშა ბექაურის ტრიუმფს ვრცელ სტატიას უძღვნის judoinside.com.

როგორც სტატიაშია აღნიშნული, „ქართული ძიუდოს მდიდარ ისტორიას წარმოუდგენელი ამბავი შეემატა“, როდესაც 24 წლის ლაშა ბექაურმა 2021 წელს, ტოკიოს ოლიმპიადაზე მოპოვებული ტიტული დაიცვა პარიზში, 2024 წლის ოლიმპიადაზე.

„ეს, შთამბეჭდავი მიღწევაა და ისეთი შთაბეჭდილება რჩებოდა, თითქოს ძიუდოს ღმერთები მას მადლობას უხდიდნენ, როდესაც პიედესტალის უმაღლეს საფეხურზე ისევ ავიდა. ბექაური, რომელიც თავისი მებრძოლი სულით არის ცნობილი, იცინოდა და მომენტით ტკბებოდა. თბილისი კი თავდაყირა დადგა ადამიანისთვის, რომელმაც ოდესღაც, თავისი შესანიშნავი მიღწევებით, ქალაქი ააღელვა“, – ნათქვამია სტატიაში.

Judoinside აქცენტს აკეთებს ბექაურის და იაპონელი სანშირო მურიო ფინალურ შეხვედრაზე, რომელიც დაძაბული და სანახაობრივი აღმოჩნდა.

„ფინალი ბექაურსა და მურიოს შორის იყო საოცნებო მატჩი, რომელსაც წელს ბევრი ელოდა პარიზში. მურიო პირველი იყო, ვინც მოქმედება დაიწყო და მალევე მოახერხა ვაზარის დაფიქსირება, თუმცა, საქმე იმაშია, რომ არავის შეუძლია ქართველზე ნამდვილი კონტროლის მოპოვება. ბექაურმა, თავის საფირმო სტილში, ორჯერ მოიპოვა ვაზარი და საბოლოოდ, ტრიუმფით დაეშვა მუხლებზე. მან ისევ გაიმეორა ეს, იმ სტილში, რომელიც უბრალოდ შთამბეჭდავი იყო. 

ლაშა ბექაურის გზა ოლიმპიური მედლისკენ არაჩვეულებრივი იყო, რამაც ახალი თავი შესძინა საქართველოს სახელგანთქმულ ძიუდოს ისტორიას. მისმა გადამდებმა სიხარულმა და მონდომებამ ბევრი შთააგონა და ის თბილისსა და მის ფარგლებს გარეთ, საყვარელ პერსონად აქცია“, – ნათქვამია სტატიაში.

შეგახსენებთ, 24 წლის ლაშა ბექაურმა ზედიზედ მეორედ მოიპოვა ოლიმპიური ოქროს მედალი.

ასევე იხილეთ