„ბიუჯეტში 650 ათასი დოლარი უნდა გადაიხადო! – მჭირდება წალენჯიხისთვის, სადაც რამდენიმე სკვერი უნდა გავაკეთო! გადაიხდი, რადგან პოლიტიკაში უპასუხისმგებლო, მერკანტილური ინტერესების მქონე პოლიტიკოსების ადგილი არ არის!”, – ეს განცხადება „ლელოს” ლიდერის, მამუკა ხაზარაძის მისამართით უმრავლესობის დეპუტატმა ირაკლი ზარქუამ გააკეთა.
ზარქუას აზრით, ხაზარაძემ საკუთარი უპასუხისმგებლობით ანაკლიის პორტთან დაკავშირებით ქვეყანას წლები დააკარგვინა.
„როგორც საქალაქო სასამართლომ დაადგინა, მამუკა ხაზარაძე ხანდაზმული თაღლითია, ეს უფრო მეტად საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლომ გაამყარა. ხაზარაძეს რამდენიმე მილიონი ლარი ჰქონდა დახარჯული და ამაში სახელმწიფოს მილიარდ-ნახევარ დოლარს – ბიუჯეტის 25%-ს სთხოვდა. იმის ნაცვლად, რომ ბოდიში მოიხადოს და თქვას, რომ შეცდომაში იყო შესული, ამბობს: რომ მომეგო, მილიარდ- ნახევარზე უარს ვიტყოდიო. ამის, ალბათ, მხოლოდ ვაშაძეს, „ხაბეს” და ხუხაშვილს სჯერა”, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.