მოჰამედ ბაგერ ღალიბაფი: ჩვენი მოვალეობაა ვუპასუხოთ საჭირო დროს, სწორ ადგილას

თეირანში, „ჰამასის“ ლიდერის, ისმაილ ჰანიეს სამგლოვიარო ცერემონია მიმდინარეობს. სამგლოვიარო მსვლელობას ირანის უზენაესი ლიდერი, აიათოლა ხამენეი გაუძღვება, რომელიც ლოცვას აღასრულებს.

როგორც ისრაელის მედია წერს, შურისძიების მოწოდებები ისმის თეირანში „ჰამასის“ ლიდერის ისმაილ ჰანიეს დაკრძალვის ცერემონიაზე, რომელიც დაიღუპა ირანში განხორციელებული თავდასხმის შედეგად, თავდასხმაში ისრაელს ადანაშაულებენ.

„ჰამასის“ უფროსი წარმომადგენელი ხალილ ალ-ჰაია პირობას დებს, რომ „ისმაილ ჰანიეს სლოგანი „ჩვენ არ ვაღიარებთ ისრაელს“ დარჩება უკვდავ ლოზუნგად.

ირანის კონსერვატიული პარლამენტის სპიკერი მოჰამედ ბაგერ ღალიბაფი აცხადებს, რომ ირანი „რა თქმა უნდა, შეასრულებს უმაღლესი ლიდერის ბრძანებას ჰანიეს სიკვდილის გამო შურისძიების შესახებ“.

„ჩვენი მოვალეობაა, რომ ვუპასუხოთ შესაბამის დროს და საჭირო ადგილას“, – განაცხადა მან სიტყვით გამოსვლისას.

ასევე იხილეთ