ილია სულამანიძე პარიზის ოლიმპიადის ფინალშია

ქართველმა ძიუდოისტმა ილია სულამანიძემ (-100 კგ) პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე მესამე გამარჯვება მოიპოვა.

ნახევარფინალში მან შვეიცარიელი დანიელ ეიქი დაამარცხა და ოლიმპიური ჩემპიონის ტიტულისთვის იბრძოლებს.

ამ დროისთვის საქართველოს ოლიმპიურ თამაშებზე ორი მედალი აქვს – ძიუდოისტმა ტატო გრიგალაშვილმა ვერცხლის მოპოვება შეძლო, ლაშა ბექაური კი ძიუდოში ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი გახდა.

ასევე იხილეთ