მოკრივე ლაშა გურული ნახევარფინალშია
მოკრივე ლაშა გურული ნახევარფინალშია. მეოთხედფინალურ შეხვედრაში მისი მეტოქე ყაზახი ბაზარბაი მუჰამედსაბირი იყო.
მანამდე ქართველმა მოკრივემ მერვედფინალური ეტაპის შეხვედრაში აზერბაიჯანელი მალიკ ჰასანოვი დამაჯერებლად დაამარცხა და ოლიმპიადის საუკეთესო რვა მოკრივეს შორის მოხვდა.
ზაფხულის 33-ე ოლიმპიურ თამაშებში საქართველოდან სპორტის 10 სახეობაში 28 სპორტსმენი ასპარეზობს. ოლიმპიური ჩემპიონები მთავრობისგან მილიონ ლარს, ვერცხლის მედალოსნები – ნახევარ მილიონს და ბრინჯაოს პრიზიორები კი 250 000 ლარს მიიღებენ.
ამ დროისთვის საქართველოს ოლიმპიურ თამაშებზე სამი მედალი აქვს – ძიუდოისტმა ტატო გრიგალაშვილმა და ილია სულამანიძემ ვერცხლის მედლები მოიპოვეს, ლაშა ბექაური ძიუდოში ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი გახდა.