Axios: თეთრი სახლი ისრაელზე ირანის თავდასხმისთვის ემზადება
თეთრი სახლი მიიჩნევს, რომ ირანი გეგმავს ისრაელზე თავდასხმას ამ კვირის დასაწყისში თეირანში ჰამასის პოლიტიკური ლიდერის ისმაილ ჰანიეს მკვლელობის საპასუხოდ, – წერს Axios აშშ-ის ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით.
აშშ-ის ორი ოფიციალური პირის თქმით, ირანელებს და მათ მოკავშირეებს, შესაძლოა, რამდენიმე დღე დასჭირდეთ ისრაელზე თავდასხმის მოსამზადებლად.
მედიის ცნობით, ოფიციალური პირები ელიან ისრაელზე 13 აპრილის თავდასხმის მსგავს პასუხს, მაგრამ, სავარაუდოდ, უფრო მასშტაბურს. შეტევას, შესაძლოა, შეუერთდეს „ჰეზბოლა“. ლიბანური ჯგუფის ლიდერმა ჰასან ნასრალამ, ასევე, პირობა დადო, რომ გამოეხმაურება ჰანიას ლიკვიდაციის ოპერაციას.
გამოცემა აღნიშნავს, რომ ბაიდენის ადმინისტრაცია შეშფოთებულია შექმნილი სიტუაციით.
„რამდენიმე რთულ დღეებს ველით“ – განაცხადა ოფიციალურმა პირმა.
მედიის ცნობით, ისრაელის დაზვერვა მოელის, რომ ირანი განახორციელებს ფართომასშტაბიან სარაკეტო თავდასხმას ისრაელზე.
რეგიონში დაძაბულობის ფონზე, რამდენიმე ამერიკულმა და საერთაშორისო ავიაკომპანიებმა, მათ შორის United, Delta, Lufthansa და Swiss, განაცხადეს, რომ აჩერებენ ფრენებს ისრაელში.