ქართველმა ძიუდოისტმა სოფიო სომხიშვილმა სადებიუტო ოლიმპიადა გამარჯვებით დაიწყო

ძიუდოისტი სოფიო სომხიშვილი (+78 კგ) სადებიუტო ოლიმპიადაზე ასპარეზობს. ის პირველ შეხვედრაში გერმანელ რენე ლუხტს დაუპირისპირდა, მეტოქე იპონით დაამარცხა და შემდეგ ეტაპზე ფრანგ რომანე დიკოს შეხვდება.

დღეს ძიუდოში ინდივიდუალური ასპარეზობები დასრულდება, 3 აგვისტოს კი შერეული გუნდური შეჯიბრება გაიმართება. პირველად საქართველოს ისტორიაში ოლიმპიადაზე შერეულ გუნდურ ასპარეზობაში მედლისთვის იბრძოლებს ძიუდოისტ ქალ-ვაჟთა ნაკრები.

ასევე იხილეთ