მძლეოსანმა ლიკა ხარჩილავამ 100-მეტრიან გარბენში მიიღო მონაწილეობა

ქართველმა მძლეოსანმა ლიკა ხარჩილავამ თავის სადებიუტო ოლიმპიადაზე იასპარეზა. 23 წლის მძლეოსანმა 100-მეტრიანი გარბენის საკვალიფიკაციო ეტაპში მიიღო მონაწილეობა და დისტანცია 12,37 წამში დაფარა.

მან მეხუთე ადგილი დაიკავა, თუმცა ეს შედეგი შემდეგ ეტაპზე მოსახვედრად საკმარისი არ აღმოჩნდა.

ასევე იხილეთ