ქართველმა ძიუდოისტმა გურამ თუშიშვილმა პარიზის ოლიმპიადაზე პირველი შეხვედრა მოიგო
ტოკიოს ოლიმპიადის ვიცე-ჩემპიონი გურამ თუშიშვილი (+100 კგ) მერვედფინალში სენეგალელ სპორტსმენს დაუპირისპირდა, მეტოქე დაამარცხა და მეოთხედფინალში ასპარეზობის უფლება მოიპოვა.
დღეს ძიუდოში ინდივიდუალური ასპარეზობები დასრულდება. 3 აგვისტოს შერეული გუნდური შეჯიბრება გაიმართება და პირველად საქართველოს ისტორიაში ოლიმპიური მედლისთვის ქართველ ძიუდოისტ ქალ-ვაჟთა ნაკრები იბრძოლებს.
შეგახსენებთ, რომ პარიზის ოლიმპიადაზე ტატო გრიგალაშვილმა და ილია სულამანიძემ ვერცხლის მედლები მოიპოვეს, ლაშა ბექაურმა კი მეორედ შეძლო ოლიმპიური ოქროს მედლის დასაკუთრება.