ირაკლი ქადაგიშვილი: საქართველო საკმაო გამოცდილების მქონე დამოუკიდებელი სახელმწიფოა, რომელსაც დემოკრატიის გზაზე აშკარა პროგრესი გააჩნია

“ერთ რამეს ვიტყვი – სამწუხაროდ, ეს დახმარებები ძირითადად მათ აქ ყოფნას ემსახურება და მას პირდაპირი გავლენა ჩვენს მოქალაქეებზე, მთავრობის ფუნქციონირებაზე ან პენსიაზე, ხელფასზე, ჯანდაცვაზე, თავდაცვასა თუ ნებისმიერ სხვა მიმართულებაზე არ აქვს”, – ასე უპასუხა „ქართული ოცნების” დეპუტატმა ირაკლი ქადაგიშვილმა დასავლელი პარტნიორების მხრიდან საქართველოსთან ურთიერთობების გადახედვისა და ქვეყნისთვის განსაზღვრული დახმარებების გაჩერების თაობაზე დასმულ შეკითხვას.

“რაც შეეხება სასოწარკვეთილი მდგომარეობის შექმნის მცდელობას, ეს არის მცდელობა იმისა, რომ მოსახლეობა არჩევნების წინ შანტაჟის ქვეშ ამყოფონ და რამენაირად „ლელოსნაირ“ და „ნაციონალური მოძრაობის” მსგავს პარტიებს სპეკულაციისთვის სასიცოცხლო ჟანგბადი მიაწოდონ. ეს არის სამწუხარო და ძალიან დასანანი ფაქტი.

საქართველო საკმაო გამოცდილების მქონე დამოუკიდებელი სახელმწიფოა, რომელსაც დემოკრატიის გზაზე აშკარა პროგრესი გააჩნია. ქვეყანა ამ გაუგებრობას გადალახავს. საპარლამენტო არჩევნებისა და უკრაინაში ომის დასრულების შემდეგ, ვითარება ნორმალიზაციისკენ წავა”, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

 

ასევე იხილეთ