“დღეს მან წააგო დავა საერთაშორისო ინსტანციებში საქართველოსთან, ხოლო ოქტომბერში ის წააგებს არჩევნებს ქართველ ხალხთან, როგორც „ნაცმოძრაობის“ ერთ-ერთი ანასხლეტი და პარტიული დანაყოფი”, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ დავით მათიკაშვილმა საარბიტრაჟო სასამართლოში ხაზარაძე-ჯაფარიძის წაგებულ დავასთან დაკავშირებით განაცხადა.
„დადასტურდა ყველა ის არგუმენტი, რომელზეც ჩვენ არაერთგზის ვსაუბრობდით ხაზარაძე-ჯაფარიძესთან დაკავშირებით, კონსორციუმის ვალდებულების შეუსრულებლობასთან დაკავშირებით და ამ ჯგუფის “ნაცმოძრაობის” ანასხლეტის თაღლითური სულისკვეთება კიდევ ერთხელ გამყარდა იმ გადაწყვეტილებით, რომელიც მიიღო არბიტრაჟმა. დღეს მან წააგო დავა საერთაშორისო ინსტანციებში საქართველოსთან, ხოლო ოქტომბერში ის წააგებს არჩევნებს ქართველ ხალხთან და საქართველოსთან, როგორც “ნაცმოძრაობის” ერთ-ერთი ანასხლეტი და პარტიული დანაყოფი“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.