ქართველი ძიუდოისტი გურამ თუშიშვილი ოლიმპიადის რეპეშაჟში იასპარეზებს
ტოკიოს ვიცე-ჩემპიონი გურამ თუშიშვილი(+100) პარიზის ოლიმპიადის მეოთხედფინალში ლეგენდარულ ფრანგ ძიუდოისტს ტედი რინერს დაუპირისპირდა შეხვედრა დათმო და ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლას რეპეშაჟის გავლით გააგრძელებს.
გურამ თუშიშვილმა მერვედფინალში სენეგალელ მბაგნიკ ნდიაიეს იპონით სძლია.
დღეს ძიუდოში ინდივიდუალური ასპარეზობები დასრულდება. 3 აგვისტოს შერეული გუნდური შეჯიბრება გაიმართება და პირველად საქართველოს ისტორიაში ოლიმპიური მედლისთვის ქართველ ძიუდოისტ ქალ-ვაჟთა ნაკრები იბრძოლებს.
შეგახსენებთ, რომ პარიზის ოლიმპიადაზე ტატო გრიგალაშვილმა და ილია სულამანიძემ ვერცხლის მედლები მოიპოვეს, ლაშა ბექაურმა კი მეორედ შეძლო ოლიმპიური ოქროს მედლის დასაკუთრება.