თეა წულუკიანი: ლაშა გურულმა შესანიშნავი ბრძოლა აჩვენა, იმედი მაქვს, სამშობლოს უფრო მაღალი ხარისხის მედალსაც მოუპოვებს
საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი მოკრივე ლაშა გურულის წარმატებულ ასპარეზობას გამოეხმაურა.
„ლაშა გურულმა შესანიშნავი ბრძოლა აჩვენა და გაინაღდა ბრინჯაოს მედალი, თუმცა გააგრძელებს ბრძოლას და იმედი გვაქვს, რომ უფრო მაღალი ხარისხის მედალსაც მოუპოვებს თავის სამშობლოს“, – განაცხადა წულუკიანმა.
მოკრივე ლაშა გურული ოლიმპიური თამაშების ნახევარფინალშია.