აზერბაიჯანმა სლოვენიაში ბუნებრივი აირის მიწოდება დაიწყო

აზერბაიჯანის ნავთობის სახელმწიფო კომპანიამ, SOCAR-მა სლოვენიაში ბუნებრივი აირის მიწოდება დაიწყო. ამის შესახებ Deutche Welle იუწყება.

„აზერბაიჯანიდან სლოვენიაში ბუნებრივი არიის მიწოდება ურთიერთგაგების მემორანდუმის მიხედვით მიმდინარეობს, რომელიც მიმდინარე წლის 17 ივლისს იყო ხელმოწერილი. ის აზერბაიჯანულ SOCAR-სა და სლოვენიურ Geoplin-ს შორის იყო ხელმოწერილი“, – წერია პრესრელიზში. იმპორტირებული გაზის მოცულობა უცნობია.

სლოვენია მე-9 ქვეყანაა, რომელსაც აზერბაიჯანი ბუნებრივ აირს მიწვდის. 2023 წელს აზერბაიჯანიდან 23,8 მლრდ კუბური მეტრის მოცულობის ბუნებრივი აირის იმპორტი მოხდა, 2024 წელს 25 მლრდ მ/კუბ-ის ექსპორტი იგეგმება. აქედან ევროპა 13 მლრდ კუბურ მეტრს მიიღებს.

ასევე იხილეთ