ირაკლი კირცხალია: ძალიან საინტერესოა, რადიკალური ოპოზიცია რომელ კვლევას ენდობა?

პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე, ირაკლი კირცხალიასაქართველოსთან მიმართებაში თანასწორუფლებიანობის ინდექსზე გამოქვეყნებულ მონაცემებს ეხმიანება.

„თითქმის ყველა ინდექსით ვუსწრებთ არა მხოლოდ კანდიდატის სტატუსის მქონე ქვეყნებს, არამედ კანდიდატ ქვეყნებს, წევრ ქვეყნებს. რაც შეეხება ოპოზიციის განცხადებებს, რომ არ ენდობიან, ძალიან საინტერესოა, მაშინ რომელ კვლევას ენდობიან? როგორ შეიძლება, თქვა საერთაშორისო ინსტიტუციაზე, რომელსაც მთელი მსოფლიო ენდობა და ერთგვარი მეტრია ყველა განვითარებული ქვეყნისთვის და ზოგადად საერთაშორისო დონეზე – როგორ შეიძლება, რომ არ ენდობოდე!“, – აღნიშნაკირცხალიამ.

საქართველო საერთაშორისო რეიტინგში კიდევ ერთი კრიტერიუმით დაწინაურდა. საუბარია თანასწორუფლებიანობის ინდექსზე. გამოქვეყნებული მონაცემები გლობალური დემოკრატიის საერთაშორისო შემფასებელ ორგანიზაცია „დემოკრატიის მრავალფეროვნებას” ეკუთვნის. ორგანიზაცია ერთ-ერთია იმ კვლევით პროექტებს შორის, რასაც მსოფლიოს ბანკის „გლობალური მმართველობის ინდიკატორები” და ატლანტიკური საბჭოს „თავისუფლების ინდექსი“ ეფუძნება.

ასევე იხილეთ